The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



როლანდ ბერიძე

როლანდ ბერიძე
Date of birth:12 September, 1959  (65 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. რუსთავი.
დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის და ლიტერატურის ფაკულტეტი 1981 წელს; 1981-1983წწ. სწავლობდა სინქრონული თარჯიმნების უმაღლეს კურსებზე Diploma cum laude; 
2002 წელს გაიარა პრინსტონის უნივერსიტეტის (Princeton University, USA) სამაგისტრო პროგრამა და მიიღო მაგისტრის წოდება საჯარო პოლიტიკის საკითხებში (Princeton University, USA).

1983-1990წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ინფორმაციის დეპარტამენტის მეორე, შემდგომ პირველი მდივანი; 1990-1992წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1992-1997წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორი; 1997-2001წწ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი საკონსულო საკითხებში; 2002-2003წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებული შტატების, კანადასა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის უფროსი; 2003-2014წწ. Georgian Airways, გენერალური დირექტორის მოადგილე საგარეო ურთიერთობების დარგში; 2014-2019წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში, აკრედიტებული არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.44


Share: