შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ადოლლფ დირი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აუსბერგი, მიუნხენის მახლობლად, გერმანია. 1892-1896წწ. სწავლობდა სორბონას თანამედროვე აღმოსავლური ენების ეროვნული სკოლასა და პარიზის კოლეჯში. 1896-1901წწ. მუშაობდა პარიზში მასწავლებლად; 1902-1913წწ. ცხოვრობდა კავკასიაში, მუშაობდა მასწავლებლად ჯერ თემირ-ხან-შურაში, შემდეგ კი თბილისის რეალურ სასწავლებელში ინგლისურ და გერმანულ ენებს და ზოგად ენათმეცნიერებას ასწავლიდა. ა. დირი სწავლობდა კავკასიის ხალხების ყოფასა და ენებს. ნარკვევებში, რომელთა დიდი ნაწილი თბილისში გამოიცა, წარმოდგენილია დაღესტნური ენების გრამატიკული მიმოხილვა, ტექსტები (რუსული თარგმანითურთ), ლექსიკონი. მან შეადგინა გერმანულ ენაზე "თეორიულ-პრაქტიკული გრამატიკა თანამედროვე ქართული ენისა" (1904); ა. დირის ნაშრომი "კავკასიურ ენათა შესწავლის შესავალი" (1928) იმ დროისათვის ყველაზე ვრცელი შემაჯამებელი გამოკვლევა იყო. 1913 ნელს ადოლფ დირი გერმანიაში დაბრუნდა და გარდაცვალებამდე მიუნხენის სამეფო ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი იყო. მუზეუმში მუშაობის დაწყების შემდეგაც აგროვებდა კავკასიური ენების მასალებს. პირველი მსოფლიო ომის დროს (უფრო ზუსტად, 1916 წლის ივნისიდან) ის გერმანულ სამხედრო ტყვეთა მრავალ ბანაკში რუსეთის იმპერიიდან კავკასიური წარმოშობის ტყვეებთან ლინგვისტურ კვლევებს აწარმოებდა. იმხანად მსგავსი კვლევები გავრცელებული პრაქტიკა იყო. ამ დროს დირი პრუსიის სამეფო განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფონოგრაფული კომისიის დავალებით იყენებდა ფონოგრაფული ჩანერის ტექნიკას. 1918 ნლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ა. დირი საქართველოში მოავლინა, სადაც ეთნოგრაფიული მასალების შეგროვება და გერმანიაში გაგზავნა მოახერხა. მართალია, გზაში საქართველოდან წაღებული მასალები გაიძარცვა, თუმცა მიუნხენის ეთნოგრაფიის მუზუმის კავკასიური კოლექცია მნიშვნელოვნად შეივსო. 1924 წელს ა. დირს პროფესორის წოდება მიენჭა, ამავე წელს ის ახალი გაზეთის, "Caucasica"-ს გამომცემელი გახდა. გერმანელი ეთნოგრაფი და ენათმეცნიერი, დაჯილდოებულია პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის პრემიით (1909). წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.77 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |