The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ მენაბდე

გაბრიელ მენაბდე
დაბადების თარიღი:1912
გარდაცვ. თარიღი:1987  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1936 წელს.

1944 წლიდან მუშაობდა "თბილჰიდროპროექტში"; 1950-1953წწ. იყო ორთაჭალჰესის პროექტის მთავარი ინჟინერი. პროექტის დამთავრების შემდეგ დანიშნეს ლაჯანურჰესის პროექტის მთავარი ინჟინრის მოადგილედ და ამავდროულად მშენებლობის ორგანიზაციისა და ხარჯთაღრიცხვის განყოფილების გამგედ. ლაჯანურჰესის მშენებლობის პერიოდში სისტემატურად იმყოფებოდა მშენებლობაზე და ხელმძღვანელობდა მას. 1956 წელს ორი წლით იყო მივლინებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ტექნიკურ დახმარებას უწევდა მდინარე "იანცზის" სქემის დამუშავებაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.224

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

გააზიარე: