The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქართლოს მესხელი

ქართლოს მესხელი
დაბადების თარიღი:1926
გარდაცვ. თარიღი:2008  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი გზათა მიმოსვლის ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1948 წელს.

1949-1951წწ. მუშაობდა "სოიუზდორპროექტში" ინჟინერ-დამგეგმარებლად; 1952-1955წწ. - ასპირანტი; 1955 წლიდან - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1960). 1964 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1976-1978წწ. მივლინებული იყო სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ქვეყნის ერთ-ერთი რაიონის ჰიდროლოგიური გამოკვლევის შესასრულებლად. მისი მოღვაწეობის სფეროში შედიოდა წყალსაცავების დალამვის პროცესების გამოკვლევა, აეროდინამიკური პროცესების ჰიდრავლიკური მოდელირება, ნაგებობათა და მდინარეთა ურთიერთქმედება, მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციის საანგარიშო მეთოდოლოგიის შემუშავება, ჰესების კაშხლის დარღვევით გამოწვეული ტალღური დონეების პროცესი (ჟინვალის ჰესი, ენგურჰესი), ღია ნაკადების ჰიდრავლიკური გაანგარიშებები, სხვადასხვა სახის ჰიდროლოგიური გათვლები და ა.შ. ავტორია 25-ზე მეტი ნაშრომისა; მიწვეული იყო სხვადასხვა საკავშირო მასშტაბის სამეცნიერო კონფერენციებზე, ხოლო 1990 წელს საერთაშორისო ჰიდრავლიკურ კონგრესზე.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.226

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების მედალი

გააზიარე: