The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ ბერძენიშვილი

ოთარ ბერძენიშვილი
დაბადების თარიღი:19 სექტემბერი, 1978  (46 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი 1999 წელს;  საქართველოს სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის მაგისტრატურა 2002 წელს; 2005-2006წწ. სწავლობდა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში, SAIS (საზაფხულო პროგრამა უმაღლეს საერთაშორისო სწავლებათა სკოლა - საერთაშორისო ურთიერთობები, საგარეო პოლიტიკა და საერთაშორისო ბიზნესი); 2008 წელს ნატოს თავდაცვის კოლეჯში, (რომი,იტალია) ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს ტრანსფორმაცია, გლობალური უსაფრთხოების გარემო და ნატო; 2009 წელს ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების სწავლების ევროპული ცენტრში, (გარმიშ-პარტენკირხენი, გერმანია) გლობალური უსაფრთხოება, ტრანსნაციონალური გამოწვევა, საერთაშორისო ნორმები, შეიარაღებული კონფლიქტი და ტერორიზმი.

1999-2000წწ. მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში; 2000-2004წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი; 2004-2008წწ. საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, პირველი მდივანი; 2008-2009წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2009-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი; 2016 წელს საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 2011-2016წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - აკრედიტებული კოლუმბიის რესპუბლიკაში, პერუს რესპუბლიკაში, ბოლივიის მრავალეროვან სახელმწიფოში, ეკვადორის რესპუბლიკაში, ტრინიდადი დატობაგოს რესპუბლიკაში, გაიანის კოოპერატიულ რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში დასაქართველოს წარმომადგენელი კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში (CARICOM); 2017-2022წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კორეის რესპუბლიკაში. 2022-2023წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი.  2023 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. დაჯილდოებულია ბრაზილიის ეროვნული უმაღლესი ორდენით "დიდი სამხრეთის ჯვარი".

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.46


გააზიარე: