Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ბექაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1994-1995წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმასრულებელი სამდივნოს სტაჟიორი; 1995-1996წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სტაჟიორი; 1996-1997წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს ატაშე; 1997-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს პირველი მდივანი; 1999-2002წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე ევროპული დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსი; 2002-2005წწ. ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპული საკონსულტაციო ცენტრის (GEPLAC) ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში; 2005-2007წწ. საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის სამართლებრივი ექსპერტიზის სამსახურის უფროსი; 2007-2013წწ. სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამართლებრივი ექსპერტიზისა და მარეგულირებელ კომისიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2013-2014წწ. საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კვიპროსის რესპუბლიკაში; 2014-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში; 2018 წელს შპს "აგრიფარმინგის" დამფუძნებელი და დირექტორი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.47
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |