შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ადამია (ალეკო)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ხანგძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდა გერმანიაში; იყო საერთაშორისო ფესტივალის "Palais Zommer - დრეზდენის საერთაშორისო პლენერის" ერთ-ერთი დამფუძნებელი; ასევე, ა. ადამიამ დააარსა საკუთარი სახელობის სტიპენდია, რომლის ფარგლებში, თბილისის სამხატვრო აკადემიის - სახვითი ფაკულტეტის სტუდენტებს აძლევდა შანსს, სამუშაო პრაქტიკით გამგზავრებულიყვნენ გერმანიაში და მონაწილეობა მიეღოთ ზემოთხსენებულ ფესტივალში; სამხატვრო აკადემიის არაერთი ქართველი სტუდენტი ფესტივალის გამარჯვებული და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ამ და კიდევ არაერთი სხვა დამსახურებისთვის, ალექსანდრე ადამიას მიენიჭა სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორის წოდება. მისი ნამუშევრები ინახება დრეზდენის სახელმწიფო ხელოვნების კოლექციებში, Print Room-ში და კერძო კოლექციებში ავსტრიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და საქართველოში. ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი. წყარო: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია: facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |