შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გორგილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის პედაგოგიური უცხო ენების სახელმწიფო ინსტიტუტის ინგლისური ენის ფაკულტეტი 1975 წელს. 2004-2008წწ. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი; 1996-2004წწ. საქართველოს კანცელარიის უფროსი სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი; 1977-1996წწ. სხვადასხვა თანამდებობები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში: II მდივანი, მინისტრის თანაშემწე, პროტოკოლისა და საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი, მინისტრის მოადგილე − სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი; 1976-1977წწ. სააქციო საზოგადოება "ინტურისტი", გიდი − თარჯიმანი; 2008-2011წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში აკრედიტებულ გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში; 2011-2016წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (1993), სახელმწიფო საკლასო ჩინი: უფროსი სახელმწიფო მრჩეველი (1996). წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.62 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |