The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ გრძელიძე

თამარ გრძელიძე
Date of birth:21 May, 1958  (66 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ძველი ქართული ლიტერატურის სპეციალობით 1984 წელს. იმავე განხრით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; ოქსფორდის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით - სპეციალობით თეოლოგია 1998 წელს.

1984-1991წწ. იყო შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1984-1991წწ. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თბილისის მეექვსე სკოლაში; 2001-2013წწ. აღმასრულებელი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში (ჟენევა, შვეიცარია); 2014-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი წმიდა საყდართან (ვატიკანი) და მალტის სუვერენულ სამხედრო ორდენთან; 2019 წელს წმ. მიქაელის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი ტორონტოს უნივერსიტეტში (კანადა); 2020 წელს სირუს ვანსის მიწვეული პროფესორი მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში, აშშ; 2020 წელს ასოცირებული პროფესორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; არის ბერნის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (შვეიცარია). მიღებული აქვს პაპ პაიუს მეცხრის ორდენი (ვატიკანი), მალტის სუვერენული სამხედრო ორდენის ჯილდო. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.63


Share: