The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რობერტ კუპცისი

რობერტ კუპცისი
Date of birth:1881
Date of death:1954  (at 73 years)
Burial location:ქ. თბილისი
Category:Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ლატვია.

დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ქიმიურ-ფარმაცევტული განყოფილება 1908 წელს.

1908 წელს უნივერსიტეტის გამგეობის რეკომენდაციით იგი ამიერკავკასიაში გაემგზავრა და სამოქალაქო უწყობის სამედიცინო ნაწილში ქიმიურ-მიკროსკოპული გამოკვლევების ექსპერტად დაიწყო მუშაობა; იმავე წელს რ. კუპცისი თბილისის სასამართლო-მედიცინის ექსპერტიზის ნივთიერ მტკიცებათა გამოკვლევების ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ ლაბორატორიას ის სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. მისი გამოკვლევევბის უდიდესი ნაწილი საქართველოს მინერალური და მტკნარი წყლების შესწავლას ეძღვნება. საქართველოში მის ჩამოსვლამდე გამოკვლეული იყო მხოლოდ 30-დე მინერალური წყალი. რ. კუპცისმა გამოიკვლია 1000-ზე მეტი წყარო. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოში კურორტების ორგანიზაციასა და განვითარებას. მათ შორისაა წყალტუბო, მენჯი, ლებარდე, შოვი, საირმე, ლუგელა და სხვ. მის მიერაა გამოკვლეული 3000 წყალსატევი. ამ გამოკვლევებს იყენებდნენ გეოლოგები, ჰიდროლოგები, მშენებლები. რ. კუპცესის მონაცემებზე დაყრდნობით შედგა საქართველოს წყლის კადასტრი. მნიშვნელოვანია მისი შრომები საქართველოს სამკურნალო ტალახების ქიმიური შემადგენლობისა და თავისებურებათა დადგენის შესახებ. ქიმიკოს-ფარმაცევტი.

წყარო:100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.155-156;  საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.237

Bibliography

  • Курорты АССР Аджарии : Труды I-й респ. курорт. конф. Аджарии. Батум 17-20 декабря 1933 г. (Author). - Тбилиси, Грузмедгиз, 1936. - 288 с.

Share: