The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბექა დვალი

ბექა დვალი
დაბადების თარიღი:31 ივლისი, 1977  (47 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნის სპეციალობით; მიიღო იურისტის კვალიფიკაცია 1999 წელს; 1999-2012წწ. გავლილი აქვს სხვადასხვა სასწავლო კურსები საქართველოში და საზღვარგარეთ სამართალმცოდნეობის, სამართალშემოქმედების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების და კონფლიქტების გადაწყვეტის სფეროებში; 2001-2002წწ. ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა; მიიღო შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი.

1999 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის სტაჟიორი; 2000 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მესამე მდივანი; 2000-2002წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს მეორე მდივანი; 2002-2004წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი; 2004-2008წწ. ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2008 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის მრჩეველი; 2009 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2009-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში; 2012 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ანგოლის, ბოცვანის, ზამბიის, ზიმბაბვეს, მადაგასკარის, მავრიკის, მალავის, მოზამბიკის და ნამიბიის რესპუბლიკებში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ესვატინის სამეფოში და ლესოტოს სამეფოში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.66


გააზიარე: