The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ დვალიშვილი

ზურაბ დვალიშვილი
Date of birth:5 March, 1954  (71 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ახლო აღმოსავლეთის ისტორიის სპეციალობით 1978 წელს.
1994 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; სხვადასხვა წლებში ეკავა აზიის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ოკეანეთის ქვეყნებისა და ავსტრალიის დეპარტამენტის უფროსის, საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის, გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობები; 1997-2001წწ. მივლენილი იყო ეუთო-ს მისიებში ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ხორვატიაში; 2003-2006წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საბერძნეთის რესპუბლიკაში; 2007-2009წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი უკრაინაში; 2011-2014წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ავსტრალიის თანამეგობრობაში; 2018-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში – აკრედიტებული ჯიბუტის, სეიშელის, კენიის, ტანზანიის გაერთიანებულ, ცენტრალური აფრიკის, სამხრეთ სუდანის, რუანდის, ბურუნდისა და სომალის რესპუბლიკებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.67


Share: