Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ დუჩიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1969-1972წწ. მუშაობდა თბილისის ფარმაცევტული ქარხანაში, საამქროს უფროსად; 1972-1975წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1975-1979წწ. საქართველოს უმაღლესი და საშუალო განათლების სამინისტროს განყოფილების უფროსი; 1982-1984წწ. საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სამინისტრო, მთავარი საინჟინრო-ტექნიკური სამმართველოს ექსპერტი; 1984-1988წწ. არგენტინაში საკავშირო საწარმო წარმომადგენლობის უფროსი ინჟინერი; 1988-1989წწ. საკავშირო საწარმო-სამრეწველო პალატის უფროსი ექსპერტი; 1989-1992წწ. საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტი; 1992-1995წწ. საქართველოს საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე, პირველი მოადგილე; 1994-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა კათედრის გამგე; 1995-1997წწ. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრის მოადგილე; 1997-2001წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილე; 1999-2003წწ. ესპანეთთან, პორტუგალიასთან და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობისა და კულტურულ ურთიერთობათა საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი; გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი, არის უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოს ავტორი – "საგარეო ვაჭრობის ორგანიზაცია". საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.74
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |