Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერმანე მეძმარიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1962 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1955 წელს თბილისის სხვადასხვა საწარმოში; ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტულ ქარხანაში ცვლის უფროსად, უფროს ინჟინრად; 1963-1965წწ. - საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოს ქიმიური და მეტალურგიული მრეწველობის სამმართველოში ტექნიკური სამსახურის ინჟინრად; 1965-1983წწ. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში უფროს რეფერენტად, განყოფილების გამგის მოადგილედ, ენერგეტიკისა და მძიმე მრეწველობის განყოფილების გამგედ; მინისტრთა საბჭოს აპარატში მუშაობის პერიოდში ძირითადი საქმიანობის პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას, იყო პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი; 1983 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით მუშავდებოდა და ხორციელდებოდა რესპუბლიკის მრეწველობის სახელმწიფო გეგმები, ვითარდებოდა ელექტროენერგეტიკის, მეტალურგიული, ქიმიური, ნავთობისა და გაზის, მანქანათმშენებლობის კომპლექსები, რომლებიც განსაზღვრავდნენ რესპუბლიკის ეკონომიკურ პოტენციალს; 1990 წელს აირჩიეს საქართველოს სახელმწიფო კონცერნ "საქნავთობპროდუქტის" თავმჯდომარედ; 1993 წელს დაინიშნა კონცერნ "საქგაზის" თავმჯდომარის მოადგილედ; 1994-2004წწ. მუშაობდა ავიაკომპანია "ორბი"-ს გენერალური დირექტორის მოადგილედ; საქართველოს ნავთობისა და საერთაშორისო კორპორაციის სხვადასხვა სამშენებლო ორგანიზაციაში ინჟინრად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს სიგელი, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელობის ოფიციალური მადლობები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.233 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |