შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვენერა პაკელიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ეცერი, მესტიის რაიონი. დაამთავრა მესტიის სამწლიანი პედაგოგიური ტექნიკუმი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გეოგრაფია-ბიოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს; მესტიის ბუნების დაცვის სახალხო უნივერსიტეტი 1979 წელს. 1943 წელს დაინიშნა სოფელ ეცერის არასრულ სკოლაში ბიოლოგია-გეოგრაფიის პედაგოგად; 1952-1963წწ. იყო სოფელ ეცერის 7 წლიანი სკოლის დირექტორი; 1963 წელს გადაიყვანეს მესტიის მეორე საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ, 1975 წლიდან ამ სკოლის დირექტორი გახდა; სხვადასხვა დროს მუშაობდა მესტიის განათლების განყოფილების მეთოდისტად, არჩეული იყო მესტიის ალკკ რაიკომის წევრად, სოფელ ეცერის სასოფლო საბჭოს დეპუტატად, სახალხო სასამართლოს მსაჯულად. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.315 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |