ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
ლევან დოლიძე
დაბადების თარიღი: | 2 იანვარი, 1980 (45 წლის) |
კატეგორია: | დიპლომატი, იურისტი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა − საერთაშორისო სამართალი 2002 წელს; 2008-2009 − ჟენევის უნივერსიტეტის ევროპული ინსტიტუტის და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრის (GCSP) სამაგისტრო პროგრამა 2009 წელს. იყო საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) გამგეობის თამვჯდომარე; დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) მიერ მხარდაჭერილი, კომპანია a Alinea International-ის პროგრამის ადგილობრივი დირექტორი; "ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების" პროექტის (AA Facility II)= უფროსი ექსპერტი; 2000 წლიდან საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახური, სტაჟიორი; 2001 წლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტი, სტაჟიორი; 2002-2004წწ. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კონსულტანტი და შემდგომ სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2004წწ. სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია, იურისტი; 2004-2005წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების და სამართლებრივი ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი; 2005-2006წწ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2006წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამერიკის დეპარტამენტის მრჩეველი; 2006-2008წწ. ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობის, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი და კონსულის მოვალეობის შემსრულებელი; 2009-2010წწ. შპს. მაგთიკომი, იურისტი; 2010-2012წწ. ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის დირექტორი; 2012-2013წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2015წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნატოში, საქართველოს მისიის ხელმძღვანელი; 2015-2019წწ. საქარველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი; მიენიჭა საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების მაგისტრის ხარისხი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.70
|