The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეონ ორბელი

ლეონ ორბელი
Legal name:ლევონ ორბელი
Date of birth:9 July, 1882
Date of death:9 December, 1958  (at 76 years)
Burial location:ბოგოლოვსკოეს სასაფლაო, სანკტ-პეტერბურგი
Category:Biologist, Scientist, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დარაჩიჩაგი, ნახიჩევანის მახლობლად, სომხეთი.

დაამთავრა პეტერბურგის საიმპერატორო სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1904 წელს.

ლეონის მშობლები ქორწინების შემდეგ თბილისიდან ქ. ნახიჩევანში გადავიდნენ, რადგან აბგარ ორბელი იქ მოსამართლედ დანიშნეს, 1903 წელს კი სამუშაოდ ქუთაისში გადაიყვანეს, ხოლო 1989 წელს - თბილისში; ლეონ ორბელი საქართველოში 16 წელი ცხოვრობდა; 1889 წლიდან სწავლობდა თბილისის ვაჟთა მე-3 გიმნაზიაში; 1918-1946წწ. იყო პიტერ ლესგაფთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფიზიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ი. პავლოვის სახ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტისა (1936-1950) და სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადეემიის ი. პავლოვის სახელობის ევოლუციური ფიზიოლოგიისა და უმაღლესი ნერვიული მოქმედების პათოლოგიის ინსტიტუტის (1939-1950) დირექტორი; 1956 წელს ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ი. სეჩენოვის სახელობის ევოლუციური ფიზიოლოგიის ინსტიტუტს. ფიზიოლოგი, ევოლუციური ფიზიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სამხედრო სამსახურის გენერალ-პოლკოვნიკი, უცხოეთის მეცნიერებათა აკადემიებისა და საზოგადოებათა საპატიო წევრი, მედიცინის მეცნიერებათო დოქტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მიღებული ქონდა ი. პავლოვის სახელობის პრემია (1937).

წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.203-205

Member of Organizations

  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი (1942-1946)

Awards and Honors

  • 1945 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1941 - სსრკ სახელმწიფო პრემია

Share: