The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელიტონ პაკელიანი

დაბადების თარიღი:20 ოქტომბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:1948  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:სოფლის მეურნეობის სპეციალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ეცერი, მესტიის რაიონი.

დაამთავრა ლენინგრადის სატყეო-ტექნიკური აკადემია 1932 წელს. 

მუშაობდა სვანეთის სატყეო მეურნეობაში (ჭუბერში). სხვადასხვა დროს მუშაობდა ბორჯომის, წყალტუბოს, ბაკურიანისა და აწყურის სატყეო მეურნეობების დირექტორად. 1944  წელს იგი გადაიყვანეს თბილისის სატყეო მეურნეობის დირექტორად. მისი თაოსნობით გაშენდა ტყეები წყნეთის, მანგლისის, გლდანის, მარტყოფისა და ნორიოს ტერიტორიბზე. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, აწყურში იყო ახალქალაქის ბატალიონის შტაბის უფროსი.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.316

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
    ზურგში ქვეყნის დაცვისთვის
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
    ზურგში ქვეყნის დაცვისთვის

გააზიარე: