Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამაზ მირზიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით "სასარგებლო ნამარხთასაბადოების ძებნის და ძიების გეოფიზიკური მეთოდები", ინჟინერ-გეოლოგ-გეოფიზიკოსის კვალიფიკაციით 1956 წელს; სახალხო მეურნეობის წარმოების თანამედროვე მეთოდებით დაგეგმვის, მართვისა და ორგანიზაციის ეკონომიკური მეთოდების და ტექნიკის გამოყენების ისნტიტუტი. შრომითი საქმიანობა დაიწყო 1955 წელს; განვლო გზა რიგითი გეოფიზიკოსიდან ამ დარგის ერთ-ერთ ხელმძღვანელამდე; 1955-1957წწ. მუშაობდა ტრესტ "კავკასნახშირგეოლოგიაში"; 1957-1961წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტში; 1961-1963წწ. - კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში; 1963-1978წწ. - საქართველოს გეოლოგიურ სამმართველოში; 1978 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ტრესტ "საქნავთობგეოფიზიკის" მთავარი ინჟინერი. ძირითად საქმიანობასთან ერთად ეწეოდა სამეცნიერო მოღვაწეობას. იგი "კავკასიის ნახშირების ატლასის" ერთ-ერთი თანაავტორი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.236-237 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |