შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეა ხოსიტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაქულტეტი ქიმიის ბაკალავრის სპეციალობით 2009 წელს; თბილისის მევენახეობა-მეღვინეობის ხილ-ბოსტნეულის ტექნოლოგიისა და სპეციალისტთა გადამზადების სასწავლო ინსტიტუტი, სასურსათო ტექნოლოგიების ბაკალავრის სპეციალობით 2010 წელს; გავლილი აქვს არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ტრეინინგ კურსი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მეღვინეობასა და სასურსათო ტექნოლოგიების დარგში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გახლდათ პრეზიდენტის სტიპენდიანტი; 2009-2011წწ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეასრულა თავისი სამაგისტრო ნაშრომი თემაზე - "საგურამო-ბიწმენდის მიკროზონაში ინტროდუცირებული წითელყურძნიანი ზოგიერთი ჯიშის სამეურნეო ტექნოლოგიური თვისებების შესწავლა" და მიიღო სასმელების ტექნოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2011-2018წწ. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო ნაშრომი თემაზე - "აბორიგენული და ინტროდუცირებული ვაზის ჯიშების წითელ ყურძენში ფენოლური სიმწიფის ინდექსის შესწავლა და გავლენა წითელი ღვინის ხარისხზე" და მიიღო სასურსათო ტექნოლოგიების დოქტორის აკადემიური ხარისხი; 2018 წლიდან არის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 2011-2016წწ. მუშაობდა არაერთ წარმატებულ ქართული ღვინის კომპანიაში (თბილღვინო, ასკანელი ძმები და ა.შ). 2018 წლიდან არის "Erasmus+" გაცვლითი პროგრამაში მონაწილე ლექტორი, რომელიც კითხულობს სალექციო კურსს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის; 2016 წლიდან დაიწყო საქმიანობა უალკოჰოლო სასმელების წარმოებაში. 2019 წელს შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმის წყალობით მიაღწია უდიდეს წარმატებას და გახდა ბრენდული კომპანიის "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" მთავარი ტექნოლოგი; არის 32-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და ვებინერის მონაწილე სპიკერი, სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჟიურის წევრი, მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი; აქტიურად განაგრძობს სამეცნიერო საქმიანობას იაკობ გოგოებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. სასურსათო ტექნოლოგიების აკადემიური დოქტორი. მეღვინე-ტექნოლოგი. წყარო: ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა: facebook.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |