The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ ერისთავი

ზურაბ ერისთავი
Date of birth:19 October, 1965  (59 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა ფაკულტეტი 1989 წელს; პარიზის საჯარო მმართველობის საერთაშორისო ინსტიტუტი (IIAP), საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრი 1992 წელს.
1989-1994წწ. და 2000-2005წწ. ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობა, მეორე მდივნიდან საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემდე; 1994-1996წწ. სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტის აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკური უზრუნველყოფის ჯგუფი, სახელწიფო მრჩეველი; 1996-2000წწ. ბელგიისა და ნიდერლანდების სამეფოებსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 2005-2007წწ. საფრანგეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2007-2009წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში; 2013-2015წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ენერგოუსაფრთხოების საკითხებში საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2009-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში – აკრედიტებული ერაყისა და ლიბანის, რესპუბლიკებში; 2015-2020წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მექსიკის შეერთებულ შტატებში – აკრედიტებული დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, იამაიკაში, ბელიზში, ელ სალვადორის რესპუბლიკაში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტარიკის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
მინიჭებული აქვს მექსიკის იბერო-ამერიკული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება (La Universidad Iberoamericana - IBER.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.75


Share: