შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო პეტრიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სხვავა, ამბროლაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. მისი პედაგოგები იყვნენ საქვეყნოდ ცნობილი ექიმები: სპირიდონ ვირსალაძე (მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ფუძემდებელი საქართველოში), გრიგოლ მუხაძე (პრაქტიკული და მეცნიერული ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში), ივანე თიკანაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის პირველი გამგე, თვით ტერმინი "მეანობაც" მან შემოიღო). ამ ადამიანებს დიდი დამსახურება მიუძღვით თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტის დაარსებაში. იმ ეპოქის პროფესორ-მასწავლებლები დიდი გულმოდგინებით ზრდიდნენ და წვრთნიდნენ სტუდენტებსა თუ ექიმებს, შესაბამისად, ბევრსაც ითხოვდნენ თავიანთი აღსაზრდელებისგან. სწორედ ამ მოთხოვნების სიმაღლეზე იდგა ნინო პეტრიაშვილიც, რომელიც უმაღლესი სასწავლების წარჩინებით დასრულების შემდეგ საქართველოს რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური ინსტიტუტის (ასე ეწოდებოდა მაშინ რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს) მეოთხე თერაპიული განყოფილების ორდინატორი გახდა. 1937-1948 წლებში მუშაობდა თბილისის სტომატოლოგიური ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა კათედრაზე, მოგვიანებით – თსსი პედიატრიული და ჰიგიენური ფაკულტეტების საფაკულტეტო თერაპიის შინაგან სნეულებათა კათედრაზე ასისტენტად. 1955 წელს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა. 1972 წლიდან კი სიცოცხლის ბოლომდე თსსი ჰოსპიტალური თერაპიის სუბორდინატორთა კათედრის დოცენტი და კლინიკის სამკურნალო ნაწილის უცვლელი ხელმძღვანელი იყო. ნინო პეტრიაშვილი 1981 წლის 18 იანვარს, 71 წლის ასაკში, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მიოკარდიუმის ინფარქტით გარდაიცვალა. წყარო: ნინო პეტრიაშვილი - დიფერენციალური დიაგნოსტიკის დიდოსტატი / მოამზადა მარი მარღანიამ.-თბ.,2022. N7 (201).-გვ. 66-69 : aversi.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |