The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირინა მილორავა

ირინა მილორავა
დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1975  (50 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვანი.

დაამთავრა ქ. თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციით 1996 წელს; 2005 წელს ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით; 2012 წელს დაასრულა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) პროფესიული განვითარების CFM პროგრამის კურსი.

1996-2000წწ. მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში; 2000-2002წწ. - საქართველოს იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროებში; 2002-2004წწ. - საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარში გენერალური დირექტორის მრჩევლად; 2003 წელს - იურიდული დეპარტამენტის უფროსი; 2004-2006წწ. - საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის გენერალური დირექტორის მოადგილე; 2006-2009წწ. - ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) გენერალური დირექტორის მოადგილე; 2009-2013წწ. - გენერალური დირექტორი; 2013 წლიდან - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.237; საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა: genex.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი
  • სს "თელასის" სამეთვალყურეო საბჭო, წევრი (2011-2013)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: