Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით მირცხულავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1976 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1988-1989წწ. იმყოფებოდა იტალიაში სტაჟირებაზე, მილანის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. მუშაობდა იტალიის ნაციონალურ ენერგეტიკულ კომპანიაში. 1991-1996წწ. კითხულობდა ლექციებს აგრარულ უნივერსიტეტში. იყო ამ უნივერსიტეტის კათედრის გემგე, პროფესორი. 1994-1998წწ. - ჰიდროტექნიკური ნაგებობების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის ცენტრის "დიანდჰესის" დირექტორის მოადგილე, დირექტორი; 1998-1999წწ. - საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 1999-2003წწ. - მინისტრი; 2003-2006წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე; 2007 წლიდან მუშაობს სხვადასხვა კომპანიებში კონსულტანტად. გამოქვეყნებულია აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ჰიდროენერგეტიკის, ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობის საკითხებზე. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1982), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰიდროელექტროსადგურების ძირითადი ნაგებობების უსაფრთხოების შეფასებისა და პროგნოზირების პრობლემური ამოცანები", დაიცვა (1994). წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.237-238 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |