The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კორნელი კეკელიძე

კორნელი კეკელიძე
Date of birth:23 May, 1923
Date of death:23 November, 1991  (at 68 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი იანეული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1946 წელს.

მუშაობდა კასპის რაიონში,  სხვადასხვა დროს იყო რაიონის სანეპიდსადგურის, რაიონული საავადმყოფოს, რაიონული პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, ხოლო 1958-დან 1971 წლამდე – რაიონისა და რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი; ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა კასპის რაიონის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესებასა და სამკურნალო-პრევენციულ დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამდიდრებაში; იყო კასპის რაიონული საბჭოს ყველა მოწვევის დეპუტატი, რაიკომისა და რაისაბჭოს აღმასკომის წევრი; 1972-1983წწ. მუშაობდა  თბილისის მოზრდილთა მე-13 პოლიკლინიკის მთავარ ექიმად; 1983 წელს  შრომით პენსიაზე გადავიდა და მუშაობა დაიწყო აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ კადრების დარგში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე დარჩა. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი; იყო რესპუბლიკური მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი.

წყარო: ჟურნალი "ავერსი" №202 aversi.ge

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

Share: