შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე დონაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ყვარელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგი 1984 წელს; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1991 წელს. 1984-1988წწ. სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება "ისარი", ინჟინერი; 1988-1991წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის კათედრა, ასპირანტი; 1991-1994წწ. სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება "ისარი", ინჟინერი; 1995-2006წწ. კოროზიის წინააღმდეგ ბრძოლის რესპუბლიკური სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2009წწ. სტუ-ს ელექტროქიმიური ინჯინირინგის მიმართულება, უფროსი ლაბორანტი, ლაბორატორიის გამგე; 2009-2013წწ. სტუ-ს ელექტროქიმიური ინჯინირინგის მიმართულება, ასისტენტ პროფესორი; 2013 წლიდან სტუ-ს ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი ელექტროქიმიის მოდულის ასოცირებული პროფესორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მრავალი მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს, სამეცნიერო სტატიისა და გამოგონების ავტორი. სადისერტაციო თემა - "ლითონის ნანონაწილაკების და ლითონპოლიმერული კომპოზიტების მიღება და მათი თვისებების შესწავლა", დაიცვა 2009 წელს. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ვებგვერდი: gtu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |