The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბეგლარ თავართქილაძე

ბეგლარ თავართქილაძე
Date of birth:19 January, 1954  (71 years)
Category:Diplomat

Biography

დაიბადების ადგილი: სოფელი ქვიშხეთი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს; ციტოლოგიის ინსტიტუტი, სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემია, მოლეკულური ბიოლოგია 1982 წელს; რომის უნივერსიტეტი "ლა საპიენცა" 1985 წელს; თბილისის უცხო ენების სახელმწიფო უნივერსიტეტი ინგლისური ენის სპეციალობით 1986 წელს; 1978 წელს იყო სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიიის ციტოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, ლენინგრადი, რუსეთი; 1991 წელს რომის "ლა საპიენცა"-ის უნივერსიტეტის დოქტორანტი.

1985 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე; 2000 წელს აჭარის უზენაესი საბჭოს პროტოკოლის სამსახურის უფროსი; 1994-1998წწ.  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში; 2000 წლიდან საქართველოს პოლიტოლოგიის აკადემიის პროფესორი, ბათუმი; 2007 წელს საერთაშორისო დიპლომატიური საბჭოს მმართველობის წევრი, აშშ; 2008 წლიდან რომის სასამართლო ექსპერტი; 2011 წლიდან იტალიის იურიდიულ მთარგმნელთა ასოციაციის პრეზიდენტი; 1999 წლიდან საერთაშორისო ექსპერტთა მისია სერბეთში; 1998 წლიდან ფაო-ს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ქვერეგიონის თავმჯდომარე; 1997 წლიდან ფაო-ს 29-ე მოწვევის თავმჯდომარე, ფაო-ს ევროპის რეგიონალური ჯგუფის თავმჯდომარე; 1996 წლიდან გაეროს სასურსათო და სასოფლო-სმეურნეო მიზნებისთვის საჭირო გენეტიკური რესურსების კომისიაში ევროპის რეგიონის წარმომადგენელი; სურსათის უსაფრთხოების თემაზე ფაო-ს ევროპის ქვე-რეგიონალური კონფერენციის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია იტალიის რესპუბლიკის სენატის სპეციალური სიგელი ქართველთა სათვისტომოს მიერ გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.79


Share: