The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი მიქავა

გიორგი მიქავა
დაბადების თარიღი:1929
გარდაცვ. თარიღი:2003  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1951 წელს.

1951-1968წწ. - ტყვარჩელსრესის მორიგე ინჟინრის დუბლიორი, მორიგე ინჟინერი, სარემონტო-საკონსტრუქტორო განყოფილების ინჟინერი, უფროსი მორიგე ინჟინერი, ელექტროსაამქროს უფროსის მოადგილე, უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, უფროსი, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1968-1969წწ. - "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე და საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი; 1969-1977წწ. - თბილსრესის დირექტორი; 1977-1979წწ. - "საქმთავარენერგოს" მთავარი ინჟინრის მოადგილე ელექტროსადგურების დარგში; 1983-1991წწ. - ენგურჰესების კასკადის დირექტორი; 1991-2002წწ. - ენგურჰესის დირექტორი. სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის ფრიადოსანი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.241

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • ღირსების ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

გააზიარე: