შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომეო მიქაუტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2003 წელს; იმავე ფაკულტეტის მაგისტრატურა 2004 წელს; საქართველოს სახელმწიფო უშიშროების აკადემია 2005 წელს. 2003-2004წწ. - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, განყოფილების უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი, სამმართველოს უფროსი; 2004 წელს - ენერგოზედამხედველობის და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი, თავმჯდომარის მოადგილე; 2004-2005წწ. - ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, მინისტრის მრჩეველი; 2004-2005წწ. - ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, მინისტრის მთავარი მრჩეველი; 2005-2006წწ. - "ვარციხე ჰესების" კასკადი, გენერალური დირექტორის მოადგილე; 2006-2008წწ. - სს "ზაგესი 2006" - გენერალური დირექტორის მოადგილე, ტექნიკური დირექტორი; 2008-2009წწ. - შპს "ჯეოინკორს", გენერალური დირექტორის მოადგილე ენერგეტიკის საკითხებში ("ჩხოროწყუჰესი", "კინკიშაჰესი", "რუსმეტალი"); 2009 წელი - სს გეს "საქრუსენერგო" - გენერალური დირექტორის მრჩეველი; 2009წწ. - სს "ხრამჰესი 1", სს "ხრამჰესი 2"-ის კასკადი (ინტერ რაო), გენერალური დირექტორის მოადგილე; 2009-2010წწ. - სს გეს "საქრუსენერგო", შესყიდვების სამსახურის უფროსი; 2010-2017წწ. - სს გეს "საქრუსენერგო", გენერალური დირექტორის მოადგილე; 2013-2017წწ. - სს გეს "საქრუსენერგო", გენერალური დირექტორი; 2017-2018წწ. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2018 წელს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე (ენერგეტიკის დარგში კომპანიების კურატორი); 2018 წელს - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF), დირექტორი; 2018-2019წწ. - შპს "ენერგოტრანსი", დირექტორი; 2019-2021წწ. - შპს "თბილსერვის ჯგუფი" - დირექტორი; 2021-2022წწ. - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მინისტრის მოადგილე; 2022 წლის 30 დეკემბრიდან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.241; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: economy.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |