შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფერდინანდ ოტენი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: გერმანია. დაამთავრა იურიევის (ტარტუ, ესტონეთი) უნივერსიტეტი. წარმოშობით გერმანელი ფერდინანდ ოტენის სახელს, თბილისში ერთ-ერთი პირველი აფთიაქის დაარსება უკავშირდება. იგი საქართველოში რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლის ომის შემდეგ, ყარსიდან ჩამოვიდა, სადაც რუსეთის არმიაში მსახურობდა; თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ფერდინანდი ქიმიკოსად მუშაობდა კიდევ ერთი თბილისელი გერმანელის, ჰეინრიხ სტუვეს ლაბორატორიაში, რომელიც მოგვიანებით მისი სიმამრი გახდა და რომელთან ერთადაც დაიწყო ფარმაცევტული საქმიანობა; თბილისში, დღევანდელი ლეონიძის ქ.N8-ში ოტენმა ააშენა სამსართულიანი სახლი და მის პირველ სართულზე გერმანელი ფარმაცევტის, ფლორ შონბერგისგან შეძენილი პირველი თბილისური აფთიაქი განათავსა. ოტენი ორ აფთიაქს ხელმძღვანელობდა: ერთს - თბილისის მუდმივი მოსახლეობისთვის განკუთვნილს, ხოლო მეორეს - ჩამოსულებისათვის განკუთვნილს. იჯარით ჰქონდა აღებული საქალაქო სამკურნალო დაწესებულებების აფთიაქი, რომელსაც 1887 წელს მოუცლელობის გამო თავი დაანება, ამ აფთიაქს კი სათავეში ე. ზემელი ჩაუდგა. ფ. ოტენი საქართველოში, პირველი სამედიცინო საექსპორტო ლაბორატორიის დაარსებამდე, მონაწილეობდა კრიმინლურ ექსპერტიზაშიც. პირველი გილდიის ვაჭარი, ფარმაცევტი, ფარმაციის მაგისტრი. წყარო: 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.209 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |