The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ ამბოკაძე

ედუარდ ამბოკაძე
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1935  (89 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სამხატვრო სასწავლებელი 1955 წელს; 1955-61 წლებში კი თბილისის სამხატვრო აკადემია 1961 წელს.

1960 წელს მუშაობა დაიწყო საბავშვო ჟურნალ "დილა"-ში; შექმნა დაუვიწყარი პერსონაჟები: "თეთრწვერა მოხუცი", "ცინცხალი ბიჭი", "მზეში გახლართული რქებით სანდო ხარი..."; აღსანიშნავია მის მიერ დასურათებული ზღაპრები "წიქარა", "ნაცარქექია", "ცეროდენა"; იროდიონ ევდოშვილის ლექსების კრებული "ბიჭო გოგია". წარმატებით უძღვებოდა ტელეგადაცემა "ჯადოსნურ საღებავს". 1961 წლიდან მონაწილეობდა გამოფენებში. მისი ფერწერული ტილოების გამოფენები მოეწყო საქართველოსა და გერმანიაში, მოსკოვსა და კუნძულ კუბაზე. ფერმწერი, მხატვარ-გრაფიკოსი.

წყარო: ედუარდ ამბოკაძე - 50 : ჟურნალ დილა-ს მხატვრის დაბადებიდან 50 წლისთავის გამო // დილა. - თბილისი, 1985. - N8. - გვ.14; კიევის კოლექციონერების კლუბი: socrealizm.com.ua


გააზიარე: