The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი თავართქილაძე

ირაკლი თავართქილაძე
დაბადების თარიღი:26 ივნისი, 1975  (49 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაიბადების ადგილი: ქ. ბათუმი.
დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1995 წელს; კირილესა და მეთოდეს სახელობის ლიცეუმი, (კილკიზი, საბერძნეთი) 1999 წელს; არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტი (თესალონიკი, საბერძნეთი) ბიზანტიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის ფაკულტეტი, მაგისტრი 2004 წელს; ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის 2015 წელს; თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, ევროსაბჭო 2016 წელს.

1994-1996წწ. მუშაობდა ბათუმის სასულიერო სემინარიაში, ლიტურგიკის ლექტორად; 1996-1998წწ. ხულოს სასულიერო სასწავლებელში - პრორექტორი, რელიგიათმცოდნეობის ლექტორი; 2004-2005წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში სავიზო სამმართველოს მთავარ სპეციალისტად; 2005-2005წწ. იყო აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე; 2005-2006წწ. აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსი; 2006-2007წწ. ქალაქ ბათუმის მერი; 2012-2013წწ. ქართული სალოკომოტივო კომპანიის დირექტორის მოადგილე; 2013-2016წწ. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური და მედია მრჩეველი; 2016 წლიდან სს "აჭარა ტურის" გენერალური დირექტორი. 2007-2012წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის, ხორვატიისა და სერბეთის რესპუბლიკებში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.80

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: