Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
კახა იმნაძე
Date of birth: | 4 February, 1969 (56 years) |
Category: | Diplomat |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის ფილოლოგის სპეციალობით 1992 წელს. 1989-1990წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიორი; 1990-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ატაშე, მეორე მდივანი, პირველი მდივანი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს უფროსის მოადგილე, პირველი ევროპული სამმართველოს უფროსი; 1994-1997წწ. ნატოსთან საქართველოს მეკავშირე თანამშრომელი, ბელგიაში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩოს მეორე მდივანი, პირველი მდივანი, უმცროსი მრჩეველი; 1997-1998წწ. ნატოსთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ბელგიაში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საელჩოს მრჩეველი; 1998-2000წწ. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში; 2000-2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე, პრესმდივანი, სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 2003-2013წწ. პოლიტიკური რისკების შეფასების დამოუკიდებელი ექსპერტი; 2005-2007წწ. ნატოს სახალხო დიპლომატიის არაფორმალური ქსელების პროექტის თანადირექტორი, დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების კვლევების სამეცნიერო ცენტრის მკვლევარი; 2010-2013წწ. რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის საბჭოს წევრი. 2013 წლიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი – აკრედიტებული ანტიგუა და ბარბუდაში, ბაჰამაში, გრენადაში, დომინიკის თანამეგობრობაში, სენტ ვინსენტსა და გრენადინებში, სენტ კიტსა და ნევისში, სენტ ლუსიაში, ჰაიტიში და ბარბადოსში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.83; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო : un.mfa.gov.ge
|