The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ კაკაბაძე

მალხაზ კაკაბაძე
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:დიპლომატი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, საზღვარგარეთის ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1973 წელს.
1973 წლიდან იყო საქართველოს ახალგაზრდული ტურიზმის ბიუროს ბუღალტერი; 1973-1978წწ. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის რეფერენტი; 1978-1985წწ. საქართველოს კპ თბილისის კომიტეტის ინსტრუქტორი; 1985-1990წწ. საქართველოს კპ კალინინის (მთაწმინდის) რაიკომის მდივანი, მეორე მდივანი; 1990-1998წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2000-2004წწ. საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი; 2004-2006წწ. ფრიბურის (შვეიცარია) ფედერალიზმის ინსტიტუტის მკვლევარი; 2006-2009წწ. შვეიცარიაში საქართველოს საელჩოსა და ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მისიის რეფერენტი; 2010-2016წწ. კომპანია Ermitage les Paccots-ს დირექტორი. 1998-2000წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთის ფედერაციაში; 2016-2021წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.85


გააზიარე: