შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გუმბაზ პირველი![]()
ბიოგრაფიადაბადებისადგილი: სოფლი იფარი, მესტიის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის, ეკონომიკა-ორგანიზაციის ფაკულტეტი 1972 წელს. მუშაობა დაიწყო მესტიის რაიკომში ჯერ ბუღალტრად, ხოლო შემდეგ ამავე რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორად. 1977-1991წწ. დააწინაურეს და დანიშნეს მესტიის რაიაღმასკომში საფინანსო განყოფილების გამგის თანამდებობაზე. სხვადასხვა დროს არჩეული იყო მესტიის რაისაბჭოს დეპუტატად, რაისაბჭოს აღმასკომის წევრად, მესტიის რაიკომის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ და მესტიის რაიკომის წევრად. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განყოფილების გამგედ, სახელმწიფო აგროსამრეწველო ბანკის გარდაბნის და მარნეულის განყოფილების მმართველად, შპს "ანგლო იოლის" თბილისის წარმომადგენლობის ფინანსურ დირექტორად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.319
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |