Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ კალანდია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 2005-2006წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის ატაშე; 2006-2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალური ურთიერთობების დეპარტამენტის მესამე მდივანი; 2007-2014წწ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი; ასევე, კონსულის მოვალეობის შემსრულებელი (2010-2012) და ელჩის მოვალეობის შემსრულებელი (2013-2014); 2014-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის მრჩეველი; 2015-2017წწ. კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 2015-2017წწ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი; 2017-2018წწ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი. ავტორია მონოგრაფიისა "ჩინეთის ტრანსფორმაცია XXI საუკუნეში" (2015); გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი და სტატია ჩინეთის გახსნილობისა და რეფორმების პოლიტიკის შესახებ. დაჯილდოებულია ჩინეთში გამოცემულ ჟურნალ "Wine in China"-ს მიერ საპატიო სიგელით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ღვინის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2013 წელს; ჩინეთის უცხოეთთან მეგობრობის ასოციაციის მიერ დაჯილდოვდა საპატიო სიგელით "International Friendly Ambassador" 2014 წელს; თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მიერ მადლობის სიგელით, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის კულტურის სფეროში ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2014 წელს; საპატიო სიგელით ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის საქმეში განსაკუთრებული წვლილისთვის - JD.com (2023). 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს სოციალური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.87; საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში: china.mfa.gov.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |