Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზინაიდა მოდებაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. დნეპროპეტროვსკი, უკრაინა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით 1941 წელს. მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1949), 1950 წლიდან - უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1965 წელს აირჩიეს ჰიდრორესურსების პერსპექტიული გამოყენების სექტორის ხელმძღვანელად. მის მიერ შესრულებულია რიგი ჰიდრავლიკური და ჰიდროენერგეტიკული გამოკვლევები, რომლებიც გამოყენებული იყო ხრამის, ენგურის ჰიდროელექტროსადგურების საპროექტო გადაწყვეტებში. ხელმძღვანელობდა ჰიდრავლიკური დარტყმის რთულ გაანგარიშებას ზემო-ინგულეცის (უკრაინა) სატუმბო სისტემაში. ბოლო წლებში მუშაობდა საქართველოში ჰიდროსააკუმულაციო ელსადგურების მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხებზე, მათი რაციონალური პარამეტრების დადგენის მიმართებით. გამოქვეყნებულია მისი 20 სამეცნიერო შრომა. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.244
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |