The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ჟორჟოლიანი

ირაკლი ჟორჟოლიანი
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1972  (53 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1994 წელს.

1996-2004წწ. მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, სადაც განვლო გზა რიგითი გამომძიებლიდან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროს გამომძიებლამდე. 2004-2006წწ. მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე. 2006-2009წწ. დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, სადაც სხვადასხვა პალატებში მუშაობდა. 2009 წელს, მან საკუთარი სურვილით დატოვა მოსამართლის თანამდებობა. 2009 წლიდან მუშაობს იურდიულ კომპანია "ბი ელ სი" -ში, სასამართლო დავების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.323


გააზიარე: