შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ კაჭკაჭიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგის კვალიფიკაციით 1978 წელს. 1998-1999წწ. იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამარლებრივი დეპარტამენტის პირველი მდივანი; 1999-2003წწ. ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წამომადგენლობის პირველი მდივანი, მრჩეველი, მუდმივი წარომადგენლის მოადგილე; 2005-2008წწ. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კოსოვოში; 2008-2009წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი; 2009-2010წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; 2015-2019წწ. საერთაშორისო სავაჭრო პალატა-საქართველოს გენერალური მდივანი; 2010-2014წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში – აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.90
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |