შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე მონცელიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით 1940 წელს. 1944 წლამდე მუშაობდა ტრესტ "საქნავთის" სისტემაში რიგითი ინჟინრის თანამდებობაზე; 1944 წლიდან - "გრუზსამოცვეტი"-ს დირექტორი; 1945-1951წწ. - "საქდიატომიტი"-ს დირექტორი; 1951-1954წწ. - ქუთაისის ლითოფონის ქარხნის დირექტორი; 1954-1956წწ. - ქუთაისის ქალაქკომის მეორე მდივანი; თბილისის კერამიკის ქარხნის დირექტორი, რუსთავის ცემენტის ქარხნის დირექტორი; 1959-1965წწ. - "საქნავთის" ტრესტის მმართველი; 1965-1972წწ. - ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენის სამმართველოს უფროსი. ამ პერიოდში მან დიდი როლი ითამაშა საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემის სრულყოფასა და განვითარებაში. მიღებული აქვს მრავალი სიგელი და მედალი. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.246 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |