The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ მუსელიანი

თენგიზ მუსელიანი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1952  (73 წლის)
კატეგორია:გამომგონებელი, ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მეორე ტოლა, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი სპეციალობით "ელექტროამძრავი და სამრეწველო დანადგარების ავტომატიზაცია" 1980 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია.

1972 წელს - საქენერგო, ამბროლაურის ელექტროქსელი, ელმონტიორი; 1972-1974წწ. - სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1974-1975წწ. - საქენერგო, ამბროლაურის ელექტროქსელი, ელმონტიორი; 1977-1980წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამეურნეო სამსახური, ელმონტიორი; 1981-1987წწ. - ამავე ინსტიტუტის ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრა, ასისტენტი; 1987-1994წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრა, უფროსი მასწავლებელი; 1994-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ზოგადი და თეორიული ელექტროტექნიკის კათედრა, დოცენტი; 2006-2009წწ. - ელექტროტექნიკისა და ელექტრომოწყობილობათა დიაგნოსტიკის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან - ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის პროფესორი; 2020 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის "ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია"-ს ხელმძღვანელი; 2021 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკის ფაკულტეტი, ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის დეპარტამენტი N204, პროფესორი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დარგობრივი საბჭოს ექსერტი ენერგეტიკაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტთან არსებული ენერგეტიკული დანადგარების ტექნიკური დიაგნოსტიკისა და ენერგოეფექტურობის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის უფროსი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი ენერგეტიკოსი. გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის, ხუთი სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია, 3 გამოგონება. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესებია: ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დადგენა, ელექტრომოწყობილობათა დიაგნოსტიკის საკითხების კვლევა, ელექტროენერგიის ხარისხის მაჩვენებლების, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონეების კვლევა. 2009 წელს მისი ავტორობით გამოიცა ქართულ ენაზე პირველი სახელმძღვანელო საგანში "ელექტრომოწყობილობათა ტექნიკური დიაგნოსტიკა". მისი ხელმძღვანელობით დაცულია 11 სადოქტორო და 18 საკანდიდატო დისერტაცია.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.250-251; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ენერგოინჟინერთა ასოციაცია, სერტიფიცირებული ენერგეტიკოსი
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: