შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მუსხელიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკური ფაკულტეტი 1918 წელს. რუსეთში ხანმოკლე საინჟინრო საქმიანობის შემდეგ, 1921 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1922-1927წწ. მუშაობდა ზაჰესის მშენებლობაზე; 1927-1930წწ. იყო ჰესის საექსპლუატაციო სამმართველოს მთავარი ინჟინრის მოადგილე; 1930 წელს "ჰიდროენერგოპროექტის" თბილისის ფილიალის დაარსებიდან, დანიშნეს ელექტროტექნიკური განყოფილების გამგედ, ხელმძღვანელობდა ჰესების ელექტროტექნიკური ნაწილის დაპროექტებას. ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას. 1921-1923წწ. - უნივერსიტეტის ასისტენტი, უშუალოდ მონაწილეობდა პოლიტექნიკური ფაკულტეტის ჩამოყალიბებაში, სადაც დოცენტის რანგში კითხულობდა ლექციებს ელექტროტექნიკურ დისციპლინებში. ხელი შეუწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ენერგეტიკის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას. აქ მუშაობდა ჯერ განყოფილების გამგედ, ხოლო 1958-1970წწ. დირექტორის მოადგილედ სამეციერო დარგში. 1974-1976წწ. პენსიაზე გასვლამდე ხელმძღვანელობდა ზოგადი ენერგეტიკის განყოფილებას. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1942). მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო მოიცავს საკითხებს, რომლებიც მიეძღვნა საქართველოს ენერგოსისტემის განვითარებას, ქალაქებისა და მსხვილი საწარმოების ენერგომომარაგებას, სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციას, ქვეყნის აირით მომარაგებას, თბური ტუმბოების გამოყენებას და ა.შ. 60-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია. დაჯილდოებულია ორდენებითა და მედლებით. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.251-252 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |