The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მშვიდობაძე

გიორგი მშვიდობაძე
Date of birth:1911
Date of death:2005  (at 94 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის ინდუსტრიული ტექნიკუმი და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრიფიკაციის ფაკულტეტი.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ტრამვაისა და ტროლეიბუსების სამმართველოში მთავარ ინჟინრად; 1946 წლიდან - საქართველოს კომუნალური მეურნეობის სამინისტროს ენერგეტიკული სამმართველოს უფროსი; 1954-1958წწ. - ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს უფროსი. სამმართველოს რეორგანიზაციის შემდეგ, 1958-1960წწ. - მისი მონაცვლე საქალაქო ტრანსპორტის მთავარი სამმართველოს უფროსი; 1960 წლიდან - თბილისის "რადიოქარხნის" ხელმძღვანელი; 1963 წლიდან - სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1966). 1969-1980წწ. - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში კათედრის გამგე. შექმნა ახალი კათედრა "სოფლის მეურნეობაში ელექტროენერგიის გამოყენების საკითხებზე", რომელიც აღჭურვა მაღალი დონის ლაბორატორიული ელექტროხელსაწყოებით. მიენიჭა დოცენტის წოდება. ამასთან ერთად იღწვოდა ინსტიტუტში ელექტრიფიკაციის ფაკულტეტის ჩამოყალიბებისათვის. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო შრომა და აქვს რამდენიმე საავტორო მოწმობა. 1980 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტის" მთავარ სპეციალისტად. დაჯილდოებული იყო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით და მთავრობის სხვა ჯილდოებით.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.252-253

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: