The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ კეკელია

არჩილ კეკელია
ოფიციალური სახელი:აბესალომ კეკელია
დაბადების თარიღი:30 ნოემბერი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, ეკონომისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით 2001 წელს; 1998-1999წწ. იყო როჩესტერის კოლეჯი, აშშ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი; დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის კურსი ეკონომიკასა და პოლიტიკაში (2000); ლონდონის ბიზნესის სკოლა და კალიფორნიის უნივერსიტეტი ლოს ანჯელესში (მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში MBA) 2007 წელს.

2000-2001წწ. იყო PA Consulting Group-ის ანალიტიკოსი; 2001-2004წწ. Energia Hidroelectrica de Navarra-ს ბიზნესის განვითარების დირექტორი; 2004-2005წწ. PA Consulting Group-ის მრჩეველი; 2006 წელს Fidelity Investments-ის ანალიტიკოსი; 2007-2009წწ. BBVA ბანკის ასოცირებული ბანკირი; 2009-2010წწ. Terramar Energy-ს აღმასრულებელი დირექტორი; 2010-2011წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე; 2014-2015წწ. AG Transport & Development-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2016 წლიდან Georgian Greenhouse Corporation-ის გენერალური დირექტორი; 2017 წლიდან  Archipelago LLC-ს დამფუძნებელი და დირექტორი; 2012-2013წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.91


გააზიარე: