ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე
|
თემურ კეკელიძე
დაბადების თარიღი: | 19 ივლისი, 1975 (49 წლის) |
კატეგორია: | დიპლომატი, ისტორიკოსი |
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი 1997 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, სპეციალიზაცია − საქართველოს ისტორია 2001 წელს; ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის მეცნიერების სამეფო სამხედრო კოლეჯი, კრენფილდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი; მიიღო გლობალური უსაფრთხოების საკითხებში მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი 2004 წელს. 2001-2002წწ. იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ნატოს განყოფილების სპეციალისტი; 2002-2003წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ნატოს განყოფილების უფროსი; 2003 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი; 2004-2005წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვის განვითარების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2005-2006წწ. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე; 2006 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოს სამმართველოს უფროსი; 2006-2007წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის სამმართველოს უფროსი; 2007-2012წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2012-2016წწ. ნატოში საქართველოს წარმომადგენლის მოადგილე; 2016-2017წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 2018-2020წწ. შინაგანს საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. 2020 წლიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.92
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|