The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ კომახიძე

ნოდარ კომახიძე
Date of birth:15 June, 1931
Date of death:31 January, 1997  (at 65 years)
Category:Diplomat, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი თურქეთის ისტორიის განხრით 1953 წელს. 
წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე: საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარის, სახელმწიფოს მეთაურის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი; აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი; საქართველოს რესპუბლიკის საზოგადოება ცოდნის გამგეობის თავჯდომარე; საქართველო-თურქეთის საქმიანი ურთიერთობების ასოციაციის პრეზიდენტი; გაზეთი "ხიდის" მთავარი რედაქტორი; 1994-1997წწ. საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თურქეთის საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრი; გამოქვეყნებული აქვს (მათ შორის უცხოეთშიც) თურქეთის უახლესი ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალი ნაშრომი, 5 მონოგრაფია.
წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.97; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 136

Bibliography


Share: