შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვაჟა ვერულიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქობულეთი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა გორის სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი 1989 წელს; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა 1992 წელს. 1997–2000წწ. - აუდიტორული კომპანიის დირექტორი / აუდიტორი; 1997–2001წწ. - ბათუმის უმაღლესი საფინანსო სკოლის, ეკონომიკის კათედრის გამგე; 1997–2002წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრის გამგე; 2001–2004წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პარლამენტის, დარგობრივი ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; 2002–2005წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრის გამგე; 2005–2006წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრის დოცენტი; 2006–2009წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 2009-2013წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2010-2018წწ. - ბსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი; 2010-2014წწ. - თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის საკრებულოს წევრი; 2011-2014წწ. - თვითმმართველი ქალაქის, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2013 წლიდან - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 2019 წლიდან - ბსუ-ს საუნივერსიტეტო საგამომცემლო საბჭოს წევრი; 2022 წლიდან - საბუღალტრო აღრიცხვის, აუდიტისა და საგადასახადო საქმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2023-2025წწ. - განათლების ხარისხის განვითარების, "საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრის", უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი; სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენს ეკონომიკის საგადასახადო და ფულად-საკრედიტო რეგულირების პრობლემები. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, გამოსცა სახელმძღვანელო სასწავლო დისციპლინაში "საგადასახადო საქმე" (2008), მათ შორის ორჯერ გადამუშავებული სახით 2012 და 2015 წლებში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოგების ზრდის პრობლემები საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში", დაიცვა 1993 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |