The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კოტე ამირეჯიბი

კოტე ამირეჯიბი
ოფიციალური სახელი:კონსტანტინე ამირეჯიბი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1964  (61 წლის)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი 1989 წელს.
მხატვრის პერსონალური გამოფენები მოეწყო: საუკეთესო სადიპლომო ნამუშევრების გამოფენა (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, 1990); მ. თოიძის სახლ-მუზეუმი (თბილისი, საქართველო, 1990); ლოიოლას უნივერსიტეტი (ნიუ-ორლეანი, აშშ, 1991); გამოფენა-აუქციონი (თბილისი, საქართველო, 1992); ქართველ მხატვართა გამოფენა-აუქციონი (ბათუმი, საქართველო, 1993); 1996 - ბერძნული თემატიკა ქართველ მხატვართა შემოქმედებაში (ათენი, საბერძნეთი, 1996); გალერეა "TMS" (თბილისი, საქართველო, 1999); გამოფენა-კონცერტი (საჯარო ბიბლიოთეკა, თბილისი, საქართველო, 2000); გალერეა "ორიენტი" (თბილისი, საქართველო, 2001); ჯგუფური გამოფენა (ანკარა, თურქეთი, 2003); გალერეა "ვერნისაჟი" (თბილისი, საქართველო, 2007, 2008, 2009, 2014); ხელოვნების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი "აღდგომიდან აღდგომამდე" (კონსერვატორიის საგამოფენო დარბაზი, 2011); გალერეა "კოპალა" (თბილისი, საქართველო, 2012); გამოფენა ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე "Batumi Music Fest" (2013); გიზი ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, გამოფენა (კონსერვატორიის დიდი დარბაზი, თბილისი, საქართველო, 2014). ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოში, რუსეთში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, საბერძნეთში, იაპონიაში გერმანინიასა და თურქმენეთში.
წყარო: კოტე ამირეჯიბის პირადი გვერდი: facebook.com

გააზიარე: