შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი კოპლატაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1987 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მეორადი ფაკულტეტი 1987 წელს; მოსკოვის შრომისა და სოციალურ საკითხთა ინსტიტუტის ასპირანტურა 1990 წელს; მელბურნის სვინბორნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ავსტრალია) 1993 წელს; კვალიფიკაციის ამაღლების კურსები: 1992 წელს ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა (დიდი ბრიტანეთი); 1994 წელს კოლორადოს ბოლდერის უნივერსიტეტი (აშშ); 1995 წელს ვენის გაერთიანებული ინსტიტუტი (ავსტრია). 1994-1996წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტის ლექტორი; 2006 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი; 2006-2010წწ. საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი თურქეთის რესპუბლიკაში; 2010 წლიდან საქართველოს საელჩოს მრჩეველი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში; 2010-2013წწ. საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ახლად დაარსებულ საელჩოში ირლანდიაში; მსოფლიო ბანკის პროექტის, საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაკროეკონომიკური განყოფილების უფროსი; საქართველოს უშიშროების საბჭო; საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. არის ორი მონოგრაფიისა და მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიის ავტორი; 2013-2018წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში აკრედიტებული ალბანეთის რესპუბლიკაში და ბოსნია და ჰერცეგოვინაში; 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.99 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |