Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კარლო მშვიდობაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შუხუთი, ლანჩხუთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით "ელ. სადგურები, ქსელები და სისტემები" 1948 წელს და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. 1949 წლიდან - რკინიგზის ამიერკავკასიის ელექტროფიკაციის სამსახურის მე-2 სამშენებლო-სამონტაჟო უბნის მთავარი ინჟინერი; 1950 წლიდან - ამავე სამსახურის საკონტაქტო ქსელის სამშენებლო-სამონტაჟო უბნის უფროსი; 1952 წლიდან - ამიერკავკასიის რკინიგზის საგზაო მშენებლობის სამმართველოს უფროსი ინჟინერი; 1954 წლიდან - ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტროფიკაციის სამტრედიის უბნის უფროსის მოადგილე; იმავე წლიდან - სოხუმის უბნის უფროსის მოადგილე; 1955-1962წწ. - რკინიგზის ელექტროფიკაციის სოხუმის უბნის უფროსი; 1962-1965წწ. - სოხუმის "ელექტროხელსაწყოს" საწარმოო-საგეგმო განყოფილების უფროსი; 1965-1966წწ. - სოხუმის ფიზიკა-ტექნიკურ (სპეც. ობიექტი) ინსტიტუტში ერთ-ერთი საპასუხისმგებლო თანამდებობა; 1966 წლიდან - ამავე სპეც. ობიექტზე საწარმოო-ტექნიკური გნაყოფილების უფროსი, სამეცნიერო-საცდელი წარმოების განყოფილების უფროსი; 1993 წლიდან - საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტი, სხვადასხვა თანამდებობა, 1993-2004წწ. - ელექტრომომარაგების სამსახურში ენერგეტიკის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი; მისი ხელმძღვანელობით რკინიგზის სოხუმის ელექტრომომარაგების უბანი შვიდჯერ გამოვიდა გამარჯვებული მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მსგავსი ორგანიზაციების შეჯიბრებებში. მიღებული ჰქონდა მრავალი მადლობა და სხვადასხვა წამახალისებელი ჯილდო. წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.254-255
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |